ბელგიელი მსაჯი, ფრანკ დე ბლეკერე თვლის, რომ მან უშეცდომოდ იმსაჯა ”ნოუ კამპზე”, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ განმეორებით მატჩში, ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” შორის, გადმოგვცემს marca.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრამ რომელიც ”ნოუ კამპზე” 1:1 დასრულდა ბევრი საუბარი გამოიწვია. ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ 0:0-ზე გონსალო იგუაინის მიერ გატანილი გოლი სუფთა იყო, თუმაც ბელგიელმა მსაჯმა ის არ ჩათვალა.
”ვთვლი, რომ იმ თამაშში შეცდომა არ დამიშვია. იგუაინის გოლი არ ჩავთვალე იმ მიზეზით, რომ მანამდე რონალდომ თამაშის წესი მასკერანოზე დაარღვია” – განაცხადა დე ბლეკერემ.
