მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, მიშელი, თვლის, რომ “ბარსელონა” დაუჯერებელ ფეხბურთს თამაშობს. იტყობინება გავლენიანი გამოცემა “Terra”.
ამ თვის დასაწყისში მიშელი გაათავისუფლეს “ხეტაფეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, რითაც დრო იხელთა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიური გრანდის მიმართ.
“პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” არის ფეხბურთის რევოლუცია. გუნდი არცერთ ნაბჯს უკან არ აკეთებს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ წინ მიიწევენ”. განაცხადა მან “Terra”–სთან ინტერვიუში. “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ფეხბურთელებმა დეტალურად იციან, თუ როგორ უნდა აკონტროლონ ბურთი”.
“ბარსელონას” სტილის გამეორება შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ ვერავინ ვერაფერს უპირისპირებს ამ გუნდს და “ლურჯ–ბროწეულისფერებიც” დაუჯერებელ ფეხბურთს თამაშობენ. ამ გუნდის თამაში თითქმის ილუზიაა. მათ ასეთი სტილით თამაში საუკეთესოდ გამოსდით და ამიტომაც აქვთ სხვებზე კარგი რეზულტატი”.
მიშელმა “თეთრებზეც” თქვა ორიოდე სიტყვა: “ჟოზე მოურინიომ ზუსტად იცის, თუ რა სურს მის გუნდს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას ძალიან კარგად გამოსდის საკთარი იდეების რეალიზება. ვფიქრობ, ისიც და კლუბიც ერთი მიმართულებით მიდიან”. დაასრულა მიშელმა.
