მიმდინარე სეზონში დემბელეს პროგრესი აშკარად შესამჩნევია, მაგრამ ჯერ ისევ რთული სათქმელია, ღირს თუ არა მისი შენარჩუნება და უნდა შეელიოს თუ არა კლუბი მას სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში.
უსმანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ივნისში გასდის. ახალმა პრეზიდენტმა კი მისი მომავალი უნდა გადაწყვიტოს.
რატომ უნდა გაიყიდოს?
1. ფიზიკური არასტაბილურობა
“ბარსაში” გადმოსვლის დღიდან დემბელემ უფრო მეტი დრო მოედანს მიღმა გაატარა, ვიდრე მინდორზე. მაგალითად, გასულ სეზონში მან მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი ტავმებისკენ მიდრეკილების გამო კონტრაქტის გახანგრძლივება სარისკო იქნება.
2. ხელფასი და დისციპლინა
2017 წელს, დემბელეს ხელფასის სახით იმდენივე შესთავაზეს, რამდენიც კლუბის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელებს. 23 წლის ფებხურთელს კი ჯერ ისევ არ დაუმტკიცებია, რომ ასეთი ხელფასი ეკუთვნის. “ბარსა” ახლა ფინანსურ კრიზისშია, საეჭვოა ისიც, რომ ფრანგი ხელფასის შემცირებას დათანხმდება.
უსმანის ყოფაქცევა ცალკე განხილვის საკითხია. მას ვარჯიშზე დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა უკვე ჰქონდა.
რატომ უნდა დარჩეს?
1. თამაშის უნიკალური სტილი
დემბელე ძალიან სწრაფი გარემარბია, რომელსაც ორივე ფეხით თამაში კარგად შეუძლია. მას სისწრაფეში ფეხბურთელების მოტყუება და დრიბლინგი კარგად გამოსდის. დღესდღეობით ბაზარზე მსგავსი პროფილის ძალიან ცოტა მოთამაშეა. შესაბამისად, გაყიდვის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება ურთულესი იქნება.
2. მომავლის პერსპექტივა
დემბელე 23 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ კიდევ 5-6 სეზონი აქვს, სადაც უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლება. ამჟამად “ბარსას” ყველა ლიდერი მარკ ანდრე ტერ-შტეგენის გარდა, 30 წელს გადაცილებულია. აქედან გამომდინარე, დემბელეს მსგავს მომავლის ფეხბურთელებზე იმედის დამყარება კლუბის მიზანი უნდა იყოს.
3. მოწინააღმდეგე გუნდების “ბარსას” ხარჯზე გაძლიერება
ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსამ” ლუის სუარესი “ატლეტიკოში” გაუშვა, რითაც “როხიბლანკოსს” ჩემპიონობის შანსები საგრძნობლად გაუზარდა. თავის მხრივ დემბელეს მიმართ ინტერესს იურგენ კლოპი იჩენს. ფრანგის უნდობლობა და “ლივერპულში” მისი გაბრწყინება კატალონიელი გულშემატკივრისათვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება.




ახლა ამას ბართოც კი არ გაუშვებდა ბარსადან.
ზოგადად ამის წასვლის 100% მომხრეც არ ვიყავი და არც დარჩენის, ანუ თუ წავიდოდა ხო კაი, თუ არადა ეგეც მეკიდა. ვიცი ამისი უნარები, სისწრაფე და ორივე ფეხით თამაში და კარგია ეგ მარა ისიც ვიცი რო ხრუსტალია ჩვეულებრივი, უდისწიპლინო და უტვინო. მარა ეხლა ამის გაყიდვის ყველაზე ცუდი დროა და რატო:
1. სატრანსფერო ფასები დაცემულია, ბარსას ფეხბურთელების ფასები კიდე ზოგადადაც მცირე თუ საქმე ლიდერს არ ეხება რაც ბართომეუმ მოგვიტანა. შესაბამისად ამის გაყიდვით მიღებული მაქსიმუმ 30-40 მილიონი არაფერს მოგვცემს.
2. ფატის ტრავმა და ტრინკაოს და გრიზის საეჭვოდ თამაში სერიოზულ ზიანს გვაყენებს შეტევაში. ამიტო რესურსი თუ გვინდა უნდა დარჩეს
3. ტიპს პირველად აქვს მგონი ამხელა უტრავმო ხაზი, სტარტიდან დღემდე 3 თვეა თითქმის გასული, 2 მაინც და ტრავმა ჯერ არ მიუღია. იქნებ ღმერთს შეეცოდოს რავი. შარშან Mთელი წელი რაც ითამაშა და გააკეთა წელს უკვე სამმაგი დადო, 3 გოლი ყველა ტურნირზე, რამდენიმე პასი და მეტს ჯერ რას მოთხოვ. და კიდე რაღაც უნდა ვთქვა, ვიცი ბევრი არ დამეთანხმება და დადოს თავისი არგუმენტი მარა ეს დემბელეს იმენა მოძულეები და აგრესიული კამანდა ან ნუ წაიკIთხავთ ან წაიკIთხეთ და გაატარეთ კონფლიქტის გარეშე რო ჩაიაროს ამ თემამ. ანუ რაც აღარ არის ინი, სუარესი, ნეიმარი, მესიზე დამოკიდებულება გაასმაგებულია.კოუ ის ბიჭი აღარაა თამაშს ლივეში თავზე რო Iღებდა და ფრინავდა. ტიპიური ფეხბურთელი ხდება, რაღაც ისკოს პონტი რო არაფერს გაგიფუჭებს მარა ვერც გილიდერებს. გრიზმანი საერთოდ გიფუჭებს არათუ გიკეთებს. ფატი დაიმტვრა, ტრინკაოს არ მისდის თამაში, ანუ არ გვყავს შემტევვი რომელიც თუნდაც ერთ ეპიზოდს აიღებს თავის თავზე და ან გაიტანს, ან რამეს იზამს, ინდივიდუალისტი არ გვყავს და მესის გარეშე ყველაზე უხიფათო გუნდი ვართ. დემბელე ფაქტიურად (სამწუხაროდ) ამ ფორმაციის ბარსაში ერთადერთი მოთამაშეა რომელსაც შეუძლია გაიქცეს გაისწოროს დაარტყას და გაიტანოს. შეიძლება თამაშიც წაგაგებინოს მარა მესის გარეშე მოთამაშე ბარსაში ერთადერთი იყო რომელმაც რაღაც გააკეთა ბეტისთან. ეგ რაღაც, ეგ ნაპერწკალი გვჭირდება ესეთ დღეში სანამ ვართ თორე რო გვყავდეს კარგი შეტევა, ნეი ან ვინმე სხვა გავკარი დემბელესაც. სკამიდან არ ავაყენებდი. ამიტო ვაცალოთ. კონრადზე ვისაც შესტკივა გული კიდე დაელოდონ, მიეცემა მაგ ბიჭს შანსი, დემბელეს მარჯვნივ ხედავს კუმანი და მარცხნივ კოუს პედრის და სკამიდან კონდრადს გამოიყენებს ასე რომ შანსი აქვს დაამტკიცოს რას წარმოადგენს.
ეს უეჭველი უნდა დარჩეს 😀 თუ ტრავმა არ მიიღო ამ სეზონშიც, ჩემი აზრით მშვენიერ შედეგს დადებს, თან ვარჯიშებზეც მომდომებულია. მცველებს რას უშვება სისწრაფეში ყველამ მარგად ვიცით :დდ
გნაბრიში არ გაგვიცვლიან?
რა კითხვაა უნდა დარჩეს იასნა მითუმეტეს ფატის ტრამვის ფონზე რატო ისმება ეს კითხვა ეს დე ლა ფუენტე ან გაამართლებს ან არა
ბოლო შანსი და ვსო❤️💙
აქ და მაი ბარსა.გეზე სულ ერთნაირი სტატიები რატოა?