ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: ”საფრანგეთის ნაკრები ”ბარსას” კლასით ჩამორჩება”

აბიდალი: ”საფრანგეთის ნაკრები ”ბარსას” კლასით ჩამორჩება”

ესპანური ”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა ” El Mundo Deportivo”-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, ლორან ბლანი იმავე ფეხბურთის მიმდევარია, როგორსაც ”ბლაუგრანა” თამაშობს.

თუმცა აბიდალის სიტყვებით ორ გუნდს შორის არსებითი სხვაობაა.

”დაიხ, ბლანს ნამდვილად სურს გვარდიოლას ნაკვალევზე სიარული. ჩვენი ნაკრები ყოველ მატჩში ცდილობს ბურთის დაჭერას, პრესინგის თამაშს და მუდმივ შეტევას. საქმე ისაა, რომ ”ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს შორის კლასში დიდი სხვაობაა. ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჯერ კიდევ ძალიან ჩამორჩებიან ”ბლაუგრანას” ფეხბურთელებს. მე მინდა განვაცხადო, რომ ფაქტობრივად ორივე გუნდი ერთი ფილოსოფიით თამაშობს” – დაასრულა აბიდალმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში