”ბარსელონას” ნახევარმცველის, ორიოლ რომეუს აგენტმა დაადასტურა მისი კლიენტის მიმართ ინტერესი პორტუგალიური გუნდების – ”სპორტინგისა” და ”ბენფიკას” მხრიდან.
”მე ვიცი, რომ ბიჭით ”ბენფიკაა” დაინტერესებული. ისინი რამდენიმეჯერ ჩამოვიდნენ, რათა ენახათ მისი თამაში. მათ ჩემთვის ოფიციალურად არ მოუმართავთ” – ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს ”El Mundo Deportivo” ციტირებს. ”რაც შეეხება ”სპორტინგს”, მათ ”ბენფიკასგან” განსხვავებით ერთი თვის წინ მომმართეს, რათა გვესაუბრა შესაძლო ტრანსფერის დეტალებზე”.
19 წლის რომეუ ”ბლაუგრანას” 2004 წელს შეუერთდა, მანამდე ის მეორე კატალონიურ გუნდში, ”ესპანიოლში” თამაშობდა.



