ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარეზი: ”გვარდიოლას ”ბარსა” კრუიფის ”ბარსაზე” ძლიერია”

ბარეზი: ”გვარდიოლას ”ბარსა” კრუიფის ”ბარსაზე” ძლიერია”

იტალიური ”მილანის” ყოფილმა კაპიტანმა, ფრანკო ბარეზიმ განაცხადა, რომ ახლანდელი ”ბარსელონა” უფრო სრულყოფილია, ვიდრე 90-იანები წლების კრუიფის ”ბარსელონა”.

”რა თქმა უნდა ეს ორი დიდებული გუნდია დიდებული ფეხურთელებით” – ამბობს ბარეზი. ”მე ვფიქრობ, რომ გვარდიოლას ”ბარსელონა” უფრო ორგანიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეტევით ფეხბურთს თამაშობენ ბურთის მუდმივი კონტროლის წყალობით მეტოქეს შეტევის საშუალებას არ აძლევენ. ვთვლი, რომ ფეხბურთის ნებისმიერ მოყვარულს ”ბარსელონას” თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ისინი ძალიან ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ”.

ასევე ბარეზიმ ”ბარსელონას” მცველი, ხერარდ პიკე შეაქო: ”მას დიდი მომავალი აქვს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. პიკე უკვე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ის ძალიან კარგად პროგრესირებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში