ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბოლტონი” ტიაგოთი ინტერესდება

”ბოლტონი” ტიაგოთი ინტერესდება

გამოცემა ”Mirror Football” ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ ტიაგო ალკანტარამ შეიძლება მიიღოს პირველი შეთავაზება ”ბოლტონისაგან”. ისინი ფეხბურთელში 5 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

”ბოლტონის” მთავარი მწვრთნელი, ოუენ კოილი გეგმავს ესპანეთში 5 მილიონი ფუნტით ჩასვლას და ტიაგოს წაყვანას. ახალგაზრდა კანტერანოს შესაძლო გაყიდვაზე ცნობა ინგლისში გავრცელდა, რის შემდეგაც ” ბოლტონმა” გადაწყვიტა ყველას დაასწროს და ტიაგოში თითქმის 6 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კოილი გეგმავს, რომ ამ თანხით თავად ”ბარსელონა” დააინტერესოს, ხოლო შემდეგ თავად ტიაგო ალკანტარას დაწრმუნებას შეეცდება, რათა ის მის კლუბში გადაბარგდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში