“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა, რომლებსაც კლუბის სათავეში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
“ლეო მესისთან ჩვენ პირისპირ, მშვიდად ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ, თუ რა იქნება უმჯობესი “ბარსასთვის”. მასთან და ასევე იმ ფეხბურთელებთან, რომელთაც კონტრაქტის განახლება უწევთ ისეთ პირობებს განვიხილავთ, როგორიც აქამდე არსებულისგან განსხვავდება.”
“კლუბის წევრებს ტყუილ დაპირებებს არ მივცემთ, შესაბამისად, მესისთვის ახალი კონტრაქტის დეტალები უფრო ნაკლებშემოსავლიანი იქნება. “ბარსას” შემოსავლები ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა და წარმატებისთვის ახალი ფორმულა მალე უნდა შევიმუშავოთ.”
“მესის მოსყიდვა ან შეპყრობა არ უნდა ეცადო. მას თვალებში უნდა ჩახედო და ორივე მხარის პოზიციაზე ისაუბრო. რა სურს მას და რა სურს “ბარსას”. ვფიქრობთ, რომ მესის გულში ფეხბურთს ისევ დიდი ადგილი უკავია.”
ლეოს მოქმედ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ივნისში გასდის. მან ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ტონი ფრეიშა წარმატების შემთხვევაში მის დარწმუნებას შეეცდება. იანვრიდან კაპიტანს უფლება აქვს, რომ სხვა ნებისმიერ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმოს.




ბეტისთან ლეოს ძველ ვერსიას ვნახავთ.ყოველთვის მისდის ამათთან თამაში და ახლაც არ იქნება გამონაკლისი
ბარსელონაში მონახე მაღალი ადგილი და გამოექანე მაქედან.
ანუ რა მოხდა ეხლა,
შევხედე ამ კაცს, წარმოსახვით შევჭერი თმები, დავაბერე 4-5 წლით და იერით შემრჩა ხელში ვინ?!?!?!
ფუი,ფუი, კარგად მიხვდით ვინც, 🐍 ჰო, გველთომეუ, რომელიც ეხლა ამის პირით სისინებს
👎 👎 👎 ფრეიშა!
ფრეიშა ბართომეუს კუდია თუ არ ვცდები. და თუ მოიგო ესეიგი ისევ ვიღაც გარედან აფათურებს ხელებს რო ჩავი და სხვა ლეგენდები გუნდს არ გააკაროს.
Kide didxans unda darches mesi barcashi