მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი დღეს დასახელდა. საინტერესოა, რომ “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, რიკი პუჩი, არათუ ძირითადი ნაკრების, 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. ის ტრავმირებული არაა და არც სხვა განსაკუთრებული პრობლემა აქვს.
ესპანეთის U21 ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
“უბრალოდ, საკუთარ თავს შესაძლებლობა მივეცი, სხვა ფეხბურთელებიც გამომეცადა.
რიკისთან არ მისაუბრია. მან იცის, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და ვფიქრობ, რომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. მას ისედაც ვაფასებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი უნდა იშრომოს.
პუჩი თავის მიზანში დარწმუნებულია – მას “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა სურს”.
“ფურია როხა” 12 და 17 ნოემბერს ორ მატჩს გამართავს. ესპანელები ჯერ ფარერის კუნძულების, შემდეგ კი ისრაელის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებენ.
“ბარსას” კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ვერცერთ ასაკობრივ ნაკრებში მოხვდა, კარლეს ალენიაა. პუჩის მსგავსად, მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობას ისიც განიცდის.



მეც სულ ეგრე მგონია რო ვუყურებ და ერთი ვერ მოიხოდა ამდენი ხანი მარა კაცურად სეტიენის ბარსა ატლეტიკოს რო შეხვდა ეგ თამაში ნახე, ძირითადში იყო და მეთქი შეჭამენ მარა მაგრად იდგა. დრო უნდა მიიღოს და ეს კუმანი თავის 2 საყრდენიან მარაზმს არ უნდა გადააკვდეს. მისცეს შანსი და არ დაიჩაგრება. სხარტია, ბრძოლაში შესვლა თითქმის არ უწევს ისე უსხლტება მცველებს. თორე არც პედრია ადამა ტრაორე თუ ჩაუდგი მხარი მაგასაც დაჩაგრავ. პროსტა ისე მოძრაობს და გადაადგილდება არ უწევს ჭიდაობა. და არც რიკის მოუწევს
Alien messi,
ეეჰ ინი. ეგ კაცი თავისი 15 მილიონით არ დააწვა გუნდს ტვირთად და დაუთმო გზა ახალგაზრდებს და ამ ბუსკეცს და სხვებს რა ჭირთ? რას აკეთებს 12 მილიონისას ბუსი ან პიკე 10-სას. რობერტოს არც განვიხილავ
და ვისთვის უნდა დაემტკიცებინა , ვალვერდესათვის , ფერმერისათვის თუ კუმანისათვის ? ვისთანაც არაფერი აქვს დასამტკიცებელი , სულ მალე დაგვიკრავს ეგ ხალხი თავს საკუთარ კლუბში და მერე სხვებმა ამტკიცონ , რომ ფეხბურთის თამაში იციან რა არის . 😊😉
კუმანი ატრაკუნებს აშკარაა რო ჩაგრის, არ გაიარა მაგ გნიდის ჭკუაზე არ წავიდა და სჯის თავის ჭკვაში, მაგან არ იცის რო პუჩზე ადრე თითონ წავა. მოვა ხავი და თავისავით მოცუცქნულ კაცს გააძირითადებს აი ნახავთ
მომენტი როცა ბარსას ყველა ნახევარმცველს ბუსკეტსიან დეიონგიანად კვლავ 36 წლის ინიესტა სჯობს My Webpage დატკბით🎩🔥😍
21 წლის რო ხარ და ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ გიძახებენ ძაან ცუდია. არ არის ბარსას დონის. ცენტრში ამას შეჭამენ ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები. 16-17 წლის რომ იყოს ვიტყოდი ტალანტია თქო მარა 21 წლისაა და ჯერ თავი არ გამოუჩენია არსად. მაგალითად პედრი მაგაზე 4 წლით პატარაა მაგრამ აქედანვე ეტყობა ბარსას ძირითადში რომ ითამაშებს და მაგის ასაკში შეიძლება გუნდის ლიდერი იყოს.