ჰოლანდიური ”ტვენტეს” ხელმძღვანელობა განიხილავს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფრან რაიკაარდის დანიშვნას, რომელმაც ”ბარსელონაში” მუშაობით გაითქვა სახელი, გადმოგვცემს Algemeen Dagblad.
ამავე წყაროს ინფორმაციით ”ტვენტე” ასევე განიხილავს სტივ მაკლარენის და კო ადრიანსეს ვარიანტებს.
”ტვენტეს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, მიშელ პრუდომი დიდი ალბათობით მუშაობას საუდის არაბეთში განაგრძობს. უალოეს დღეებში ის ”ალ-შაბაბთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
