ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯოშ სმიტი: “მესი ფეხბურთში ისეა, როგორც ლებრონი კალათბურთში”

ჯოშ სმიტი: “მესი ფეხბურთში ისეა, როგორც ლებრონი კალათბურთში”

“ატლანტა ჰოუკსის” კალათბურთელმა ჯოშ სმიტმა ისაუბრა “ბარსელონასა” და ლეო მესიზე, მოგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდში თამაშობს ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელიც “ნბა” – ში იმყოფება ზაზა ფაჩულია.

“ჯოშ სმიტმა განაცხადა: “ლეო მესი ფანტასტიური ფეხბურთელია, მისი თამაშის ყურებით არ შეიძლება არ დატკბე, მე პირადად დიდად მსიამოვნებს არგენტინელის თამაშის სტილი. იგი უდაოდ საუკეთესოა. ლიონელი ისეა ფეხბურთში, როგორც ლებრონი კალათბურთში”.

მოგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსს ზედმეტსახელი “მეფე”, აქვს, რომლითაც ყველა კალათბურთის მოყვარული მოიხსენებს. თავად “ატლანტა” ჰოუკსი კი წელს კონფერენციის ნახევარფინალიდან “ჩიკაგო ბულსმა” გამოთიშა, რომლის თავი და თავი დერიკ როუზი გახლავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში