“ბეტისის” ვეტერანი ფეხბურთელი, ხოაკინ სანჩესი, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, აკრიტიკებს და “ვალენსიაში” გატარებულ პერიოდს იხსენებს.
ხოაკინი “ღამურების” რიგებში ირიცხებოდა, როდესაც გუნდს ნიდერლანდელი ჩაუდგა სათავეში. მათი თანამშრომლობა არც ისე წარმატებული გამოდგა.
“ეს ჩემი კარიერის არც ისე სასიამოვნო პერიოდია, ცუდი გამოცდილება იყო, სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარიც კი არ მსურს.
კუმანი “ბეტისის” მწვრთნელად? მე მას წყლის მომტანადაც კი არ ავიყვანდი. ყველაფერი, რაც სათქმელი იყო, ერთმანეთს უკვე ვუთხარით და ცხოვრების ეს ფურცელი გადავშალე. საბედნიეროდ [კუმანთან მუშაობა] დიდხანს არ გაგრძელდა”, – მის სიტყვებს El Larguero ციტირებს.
7 ნოემბერს, ხოაკინი, სევილიურ კლუბთან ერთად, ლა ლიგის მე-9 ტურში “კამპ ნოუს” ესტუმრება. კითხვაზე, მიესალმება თუ არა ყოფილ მწვრთნელს, იგი პასუხობს:
“ის მე არ მომესალმება და მე მას არ მივესალმები”.
“ბეტისთან” მატჩი, თბილისის დროით 19:15 საათზე, დაიწყება.
ვერ ვიტან წინასწარ ტლიკინი რომ უყვარს ფეხბურთელს
ბურთი მრგვალია და სად შევარდება კაცმა არ იცის 50%-50%ზეა ყოველთვის ალბათობა
მაგის გამო არ აგცდებათ
მაგ სიტყვების გამო უნდა განადგურდეთ მოედანზე :დ
კუმანი ჩაგიდებთ კამპ ნოუზე ხოაკინ, ჯიგარო