ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”ჩემს გარეშე ”ბარსას” ფეხბურთელები იმავე წარმატებას მიაღწევდნენ”

გვარდიოლა: ”ჩემს გარეშე ”ბარსას” ფეხბურთელები იმავე წარმატებას მიაღწევდნენ”

კატალონიური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენატარი გააკეთა მისი სამუშაოს შესახებ.

”მე ვაკეთებ იმავეს, რასაც სხვა მწვრთნელები – იქნება ეს მწვრთნელი პირველი დივიზიონის გუნდის, თუ ასაკობრივის. არავითარი საიდუმლო არ მაქვს. საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად არ მივიჩნევ. უბრალოდ ვცდილობ საკუთარი საქმის მაქსიმალურად კარგად გაკეთებას და ყოველთვის სამართლიანი ვარ ფეხბურთელებთან. რა არის ”ბარსელონას” წარმატების საიდუმლო? ფეხბურთელები. ”ბარსელონაში” ძალიან ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ამას გარდა ყველა მათგანი ძალიან კარგი ადამიანია. ჩემს გარეშე ისინი იმავე წარმატებას მიაღწევდნენ, ხოლო მე მათ გარეშე ვერა” – გვარდიოლას სიტყვებს ”sport.es” ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში