ზოგადი მიმოხილვა
7 ტურის შემდეგ ლა ლიგაში დომინანტური და სტაბილური გუნდი ჯერ კიდევ არ გამოვლენილა. სეზონი გრანდების ფეხის დაცდენით და აუტსაიდერების აღზევებით დაიწყო. “ბარსელონა” კი გრანდებს შორის ყველაზე წარუმატებელ სეზონს იწყებს.
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში მოპოვებულმა გამარჯვებამ კატალონიელებს ხასიათი ოდნავ გამოუკეთა, მაგრამ ახლა ლა ლიგაში სიტუაციის გამოსწორება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ბლაუგრანა” “მენდისოროსაზე” ზედიზედ განცდილი ორი მარცხით ჩადის, ხოლო “ალავესმა” ბოლო ტურში “ვალიადოლიდთან” გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა და გასავარდნ ზონას 2 ქულით დაშორდა.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსასა” და “ალავესს” ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 23 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან 17-ში კატალონიელებმა გაიმარჯვეს, 4-ში ბასკებმა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
უკანასკნელი მატჩების მიხედვით, “ბარსასთვის” “ალავესი” ძალიან მარტივი მეტოქეა, რადგან ამ შეხვედრებში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ჯამში 16 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 მიიღეს.
გუნდების დანაკლისი
“ბარსელონას” ტრავმის გამო სამუელ უმტიტი, რონალდ არაუხო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფილიპე კოუტინიო გამოაკლდებიან. ტექნიკური მიზეზების გამო კი რიკი პუჩი და მატეუს ფერნანდესი.
“ალავესის” დანაკლისი უფრო მსუბუქად გამოიყურება. ბასკებს მხოლოდ პერე პონსი და როდრიგო ელი გამოაკლდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
“ბარსელონა” (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, ტრინკაუ, გრიზმანი, ფატი, მესი.
“ალავესი” (3-5-2): პაჩეკო, ლეიენი, ნავარო, ლაგვარდია, მენდესი, ჟოტა, ბატალია, პინა, დუარტე, ხოსელუ, პერესი.
საინტერესო ფაქტები
“ბარსელონას” “ალავესის” წინააღმდეგ სტუმრად გამართულ ბოლო 8 შეხვედრაში მეტოქეებისაგან გოლი არ მიუღია.
“ალავესმა” კატალონიელებთან ბოლო 8 შეხვედრა დათმო.
ბასკებს საშინაო კედლებში ლა ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში “ბარსასთვის” გოლი არ გაუტანიათ.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი: “როგორც ყველა ჩვენი ოპონენტი, ჩვენ ჩვენს თამაშს ვაანალიზებთ. მთავარია, ფეხბურთელებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. ისეთივე მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.”
პაბლო მაჩინი: “ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც “ბლაუგრანაა”, დაცვასა და შეტევაში კარგად უნდა თამაშობდე და თანაც, ცოტა იღბალიც გქონდეს. “ხეტაფემ” “ბარსას” სძლია და ეს ჩვენც შეგვიძლია.”
დღეს შავი ფორმებით ვიქნებით.
ნეტუ,დესტი.პიკე.ლანგლე.ალბა,პიანისტა დე იონგი .გრიზმანი.დემბელე.ფატი მესი.
ნეტუ
დესტი პიკე არაუხო
დეიონგი პიანიჩი
დემბელე გრიზმანი ფატი
მესი
არა, სილქ სპორტ 1ზეა
0-6 გვაქვს ალავესის სტადიონზე მოგებული ასევე როცა დაცვითი გუდი იყო ბარსა 0-2 იგებდა როცა არაშემტევი იყო 0-3 ასე რომ შენ არ ინერვიულო
ნეტუ
ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
პიანიჩი-დე იონგი
დემბელე-გრიზმანი-ანსუ ფატი
მესი
დემბელე-ტრინკაო
ანსუ ფატი-პედრი
პიანიჩი-ბუსკეტსი
გრიზმანი-ბრაითვეიტი
დე იონგი-ალენია
სილქ უნივერსალზე იქნება?
ჯობია ადმინს მიწერო
ვინმემ ნიკის შეცვლა მასწავლეთ
Dadzabuli tamashi iqneba albat saxlahi alavesi araa xelwamosakravi magram barcam wina turi realtan waago da mgonia rom mat bogmas alavesze amoigebs, ase rom alavess dzalian rtuli tamashi elis