“ბარსელონას” ერიკ გარსია არ დავიწყებია – ESPN-ის კორესპონდენტების უახლესი ინფორმაციით, კატალონიური კლუბი “მანჩესტერ სიტის” მცველის შეძენას იანვარში ხელახლა ეცდება.
“ბარსამ” “სიტის” სექტემბერშიც მიმართა, მაგრამ მათი ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ამჯერად, ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მანჩესტერელები ნაკლები თანხის მიღებასაც დასთანხმდებიან, რადგან ტრანსფერზე ახლა უარის თქმის შემთხვევაში გარსიას მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ წასვლის უფლება ექნება.
რონალდ კუმანი და სპორტული დირექტორი რამონ პლანესი მიიჩნევენ, რომ ცენტრალური მცველის შეძენა აუცილებელია, საბოლოო სიტყვას კი “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი იტყვის, რომელიც კლუბს მაქსიმუმ 90 დღეში ეყოლება. დროებით მმართველ ბორდს ტრანსფერების განხორციელება არ შეუძლია.
puyol 178 sm, mascherano 174 sm, umtiti 182sm, rafa marquez 184 sm … erik garsia 182 ერიკ გარსია 182 არც ისე დაბალი ბარსელონასთვის, მთავარი აზროვნებაა და პოზიციის შერჩევა მცველისთვის
რა გარსია ბიჭო მეტრა ნახევარია პრიჟოკში ფული დადეთ და უპამეკანო მოიყვანეთ
აუ წაიღეს ტვინი რაა რა გახდა ერთი გამოცდილი ტოპ მცველი ეხლა ეს ზარდე და რა გამოვა ამისგან კიდე კაცმა არ იციის…
დროებით მმართველობას როგორც ვიცი ტრანსფერის გაკეთების უფლება არააქვს და იქნება მომავალმა შტაბმა ამაზე უკეთესი ნახოს ვინმე.ჩვენ გვჭორდება მცველი რომელიც მოვა და პირდაპირ ძირითადში დადგება ამას კიდწ ჯერ არაფერი გაუკეთებია ისეთი ძირითადის უცვლელი წევრი რო იყოს.თავის დროზე დე ლიხტი უნდა გვეყიდა რა.ამ ხალხს რა მოწონს ამ რაიოლასი.ყველა ვარსკვლავი რომელთა აგენტიც ეგ იყო ციდან ჩამოვარდა.