Marca იუწყება, რომ 21 წლის ურუგვაელი მცველი, რონალდ არაუხო, კლუბთან კონტრაქტს სულ მალე გაახანგრძლივებს.
“ბარსელონა” და ფეხბურთელი ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და მიზანი ხელშეკრულების 2026 წლამდე გაფორმებაა.
“ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა რონალდის თამაშის ხარისხით მოხიბლულია და ახალგაზრდა ტალანტზე დიდ იმედებს ამყარებს.
არაუხოს მიმდინარე სეზონში უკვე სამი ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა. მან 2-ჯერ ლა ლიგის, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.




კაი ბიჭია ეტყობა კოჭებში.იმედია მოუმატებს კიდევ და კიდევ.