ესპანური ”ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტრამა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბის დატოვებას არ გეგმვას, გადმოგვცემს sport.es.
აღსანიშნია ისიც, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს იჩენენ ევროპული გუნდები, თუმცა ”ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია თავისი შეგირდით და მისი გუნდში დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
”რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, როცა შენით ევროპული გუნდები ინტერესდებიან, თუმცა ”ბარსელონაში” მითხრეს, რომ ჩემი იმედი აქვთ. ამგვარად მე მსურს დარჩენა კლუბში, რომელიც საფეხბურთო მწვრვალებს იპყრობს” – განაცხადა ფეხბურთელმა.
