ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსი: ”ბარსას” ინტერესი ჩემზე დიდ ზემოქმედებას ახდენს”

როსი: ”ბარსას” ინტერესი ჩემზე დიდ ზემოქმედებას ახდენს”

”ვილიარეალის” თავდამსხმელმა, ჯუზეპე როსიმ აღიარა, რომ ”ბარსელონას” ინტერესი მასზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. ამავდროულად იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

”ახლა რთულია რაიმე კონკრეტული ვთქვა ჩემი მომავლის შესახებ. ბოლო დღეებში კონცენტრაცია სანაკრებო მატჩებზე მქონდა გადატანილი. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ხვალ დასასვენებლად მივდივარ. რა თქმა უნდა ინფორმაცია ”ბარსელონას” ინტერესის შესახებ ჩემზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, თუ რა არის რეალური და რა არა. არის თუ არა ”ბარსელონა” ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი? მოდით დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება” – როსის სიტყვებს ”Football Italia” ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში