workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიბო კურტუა: “ბარსელონასთან” გამარჯვება “რეალს” თავდაჯერებულობას შემატებს

ტიბო კურტუა: “ბარსელონასთან” გამარჯვება “რეალს” თავდაჯერებულობას შემატებს

მადრიდის “რეალის” ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ, “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ (3-1) კომენტარი გააკეთა. 

“ამ შეხვედრაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გამოვედით და ძალიან გვინდოდა მოგვეგო. მოედანზე ბევრს ვმოძრაობდით, ეს გამარჯვება კი საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას შეგვმატებს.”, – კურტუას სიტყვებს Movistar+ ციტირებს.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად ლა ლიგას 13 ქულით სწორედ “რეალი” ლიდერობს, კატალონიელებს 7 ქულა აქვთ, თუმცა კუმანის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • marco reus 11
    schedule 25 ოქტ 2020, 02:48

    ციტატა: ჯერემი რენერი
    დემბელეს შავ სულში ჩაფურთხება. [/b]


    😂

  • Arctic Wolf
    schedule 25 ოქტ 2020, 02:14

    კუმანს იმ მხრივ ვაფასებ, რომ მატჩის შემდეგ არ დაიწყო ეს ფარისევლური "კორექტულობები" და პირდაპირ, დაუფარავად სრული სიაშკარითა და სიცხადით ასხა მსაჯს მოგონილი პენალტისთვის, მაგრამ… ვერანაირად ვერ გავამართლებ ბარსას ამ წაგებას, თუნდაც იმ მოგონილი პენალტით, ვერანაირად. კუმანი იყო ლეგენდარული დონის მოთამაშე და მცველი, ამაზე დავა აბსურდია, მაგრამ საკითხი დგას მის მწვრთნელობაზე. ფურცელზე და იდეაში, კი ბატონო, არის მიმდევარი ტოტალური ფეხბურთის ფილოსოფიისა და ბარსას ორთოდოქსული სტილისა, რომელიც მოედანზე სრულ დომინაციაზე აგებული, მაგრამ რამდენად ახორციელებს ამას რეალობაში? ჯერ ვერ ვხედავ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ კუმანის მოსვლა მე არ მინდოდა განსაკუთრებით ჰოლანდიის ჩატარებული ფინალის მერე, როდესაც ჰოლანდიას სრული ანტიჰოლანდიური ფეხბურთი ათამაშა, ვერავითარი ხარისხი დადო და სამარცხვინოდ გაიხა. იმედია, ვცდები. იმედია, გამოსწორდება ყოველივე, ხელებს არ ვიქნევ ჯერ დაბლა და ველი კუმანსა და მის მიერ გაცოცხლებულ ბარსას ჭეშმარიტ სტილს. მაგრამ ხშირად მგონია, რომ ახლა ბარსას გვარდიოლაზე ან ჩავიზე მეტად (გამოცდილებას რომ მიიღებს) ვერავინ და ვერაფერი დახატავდა.

    ციტატა: Memphis Depay
    კაროჩე 3-1 ხმარებათ რო მიაჩნიათ, აი ბარსამ რო გაუკეთათ 5-0 6-2 4-0 მასე რო მოგვიგონ რაღას იზავენ წარმოგიდგენიათ? 😂 გვარდიოლამ ისეთები უკეთათ რაცგინდა იყოს დღემდე ვერ გამოუღიათ.


    ეჰ კარგი რა, სულ აღარ მაინტერესებს ეგ ანგარიშები, საერთოდ აღარ მანაღვლებს… მთავარია ის თუ რა ხდება ახლა და მომავალში რა იქნება. თორემ ისტორიულად რომ ბარსას რეალის შუაზე გადახერხვა არ ეშლება, ეს თვითცხადი ჭეშმარიტებაა ისედაც.