workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტი: რთული თამაში იყო

სერჟინიო დესტი: რთული თამაში იყო

“ბარსელონას” ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა, მადრიდის “რეალთან” მატჩის (1-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

“ნამდვილად არ ვიცი, საკამათო ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო თუ არა. მე ჩემს თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. 

“რეალმა” შანსების გოლებად ქცევა მოახერხა, ჩვენ კი მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. მატჩის განმავლობაში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. 

მიხარია, რომ ჩემს პირველ “კლასიკოში” მივიღე მონაწილეობა, მაგრამ შედეგის გამო დამწუხრებული ვარ. 

თამაში რთული აღმოჩნდა”. – განაცხადა ამერიკელმა ფეხბურთელმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Heisenberg
    schedule 24 ოქტ 2020, 20:24

    8-2-ის მერე რომ ცენტრალურ მცველს არ იყიდი აბა სხვას რას უნდა ელოდო?
    ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს გუნდს. 1-1-ზე ვჯობდით მარა გოლის გაშვების მერე მოკვდნენ.

    ზეწოლის ქვეშ ეს სასტავი ვერ თამაშობს, არ იციან. კუმანის ბრალი არაფერია. პირიქით დღეს სიახლე შეიტანა სქემაში ფატის ფორვარდად გადაწევით და გაამართლა ნაწილობრივ.

    ლენგლე პიკე და ბუსკეცი რო ვადაგასულები არიან, გრიზმანი რო ფალოსია, ეგ კუმანის ბრალი არ არის.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 24 ოქტ 2020, 20:13

    ეხა ვალვერდე უყურებს და კაიფობს ალბათ მე რეალს მაინც ვტ….იო კლასიკოებში და ჩემ მერე კლასიკო ვერ მოგიგიათო და მართალიც იქნება 😀

  • Alien messi
    schedule 24 ოქტ 2020, 20:12

    ამ ბიჭს ბრავო ძაან მაგარი იყო👏🏻

  • Cule Is Always Elegant
    schedule 24 ოქტ 2020, 20:12

    კიდევ კარგი, იუვენტუსს რო რონალდო არ ეყოლება :დდდ