“ბარსელონას” ახალწვეულმა, 30 წლის ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, “ელ კლასიკოს” წინ კომენტარი გააკეთა.
“კლასიკო მართლაც განსაკუთრებულია, თუმცა მე უკვე ვითამაშე “რომა” – “ლაციოს” დაპირისპირებებში, რომელიც ასევე დიდებულია. მე ვითამაშე “იუვე” – “ინტერის” დერბიშიც. აქამდე ბევრ დიდებულ დერბიში მივიღე მონაწილეობა, ახლა კი მსურს “ელ კლასიკოშიც” მივიღო მონაწილეობა, რასაც მოუთმენლად ველი.
მხოლოდ 19 წლის ვიყავი, როდესაც “ლიონის” მაისურით პირველად ვითამაშე “რეალის” წინააღმდეგ, ჩვენ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას გამოვთიშეთ.”, – განაცხადა პიანიჩმა




ხვალ მესის დღEა და მიაჰეტრიკებს და ვისაც არ გჯერათ აქაც და ისეც იცოდეთ ყველა დადუმდებით <3
წარმატებები მირალენ