ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიოს ”ჯაშუში” ”ბარსაში”

მოურინიოს ”ჯაშუში” ”ბარსაში”

გამომცემლობა ”Don Ball”-მა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჟოზე მოურინიოს ”ჯაშუში” ჰყავს ”ბარსელონაში”. დასახელდა ჯაშუშის ვინაობაც – ეს გახლავთ ხორხე მენდესი. როგორც წყარო იტყობინება, მენდესს ახლო ურთიერთობა აქვს მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელ მწვრთნელთან – ჟოზე მოურინიოსთან და ნახევარმცველთან – კრიშტიანუ რონალდუსთან.

Don Ball-ის ინფორმაციით, ხორხე მენდესი უმალ აწვდის ყველა ინფორმაციას ჟოზე მოურინიოსა და ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ვარდებიან კატალონიური გრანდის წარმომადგენლების ინტერესთა სფეროში. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდის ”რეალი” თავის სასარგებლოდ იყენებს. ”თეთრები” ცდილობენ ხელი შეუშალონ კატალონიელებს ტრანსფერის განხორციელებაში და მოახდინონ ფეხბურთელის შესასყიდ ფასზე ზეგავლენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში