workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი უმტიტის არ ენდობა, “ბარსელონას” მისი შეცვლა ლუის ფელიპეთი სურს

კუმანი უმტიტის არ ენდობა, “ბარსელონას” მისი შეცვლა ლუის ფელიპეთი სურს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა მომდევნო ზაფხულში “ლაციოს” ცენტრალური მცველის, ლუის ფელიპეს შეძენას შეეცდება, იტყობინება Calciomercato.

ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა, მისი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2022 წლამდეა ძალაში. 23 წლის ფეხბურთელმა 2019/2020 სეზონი საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა და “ლაციოს” ჩემპიონატში მე-4 ადგილის დაკავებაშიც დაეხმარა.

“ბარსელონას” განკარგულებაში ამჟამად 4 ცენტრალური მცველია: ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, რონალდ არაუხო და სამუელ უმტიტი – თუმცა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი სამუელ უმტიტის არ ენდობა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Zaga
    schedule 22 ოქტ 2020, 20:44

    მე მომენტებს მაქვს მხოლოდ ნაყურები ფელიპეს. და ძან მაგარი მცველია ეს ან კუნდე, მაგრად გააძლიერებდა ბარსას,არაუხოც უკვე ჩასასმელია შემადგენლობაში ლენგლეს ადგილას და მომავალ წელს პიკეც უნდა წავიდეს და ამ ორიდან ერთიც რომ იყიდონ კარგი იქნება.

  • Mr.freeman
    schedule 22 ოქტ 2020, 14:18

    ახლა გვინდა ან უპამეკანო ან კულიბალი სხვა ვარიანტები. ამწუთასვე გაძლიერების არაა ყველას დაჭირდება დრო რო დონეზე ავიდეს ან თუაქვთ დონე. ბარსაში არ წამოვლენ ერთი კიდე კარლოსი მომწონს სევილიიდან მარა მაგას წინა ორი მირჩევნია მაინც.

  • carles puyol 5
    schedule 22 ოქტ 2020, 12:58

    ციტატა: Don_Andresito
    დაცვის ცენტრი მთლიანად შესაცვლელია მარა ამათმა პიკეს გაუხანგრძლივეს. მგონია რო მესის რო არ დაუდგა გვერდით, სამაგისო ჯილდო იყო ეგ. ლენგლესაც გაუხანგრძლივეს. ანუ მაგ დუეტმა უნდა გვტანჯოს ერთი 2 წელი კიდე. არადა 1 კარგი მცველის ყიდვა ბევრ რამეს შეცვლიდა. ეს ბიჭი არ ვიცი რას წარმოადგენს საერთო ჯამში, ცუდი თამაშებიც მინახავს და კარგიც. გარსიაზეც იგივეს ვიტყვი. კარგი იქნებოდა ერთი ტოპ მცველი, ავტორიტეტით რო ადვილად მიიღოს მწვრთნელის ნდობა და მოსვას სკამზე პიკე


    მთლიანად არ შევცვლიდი არაუხოს დავტოვებდი ძალიან ნიჭიერი ბიჭია

  • Don_Andresito
    schedule 22 ოქტ 2020, 12:55

    დაცვის ცენტრი მთლიანად შესაცვლელია მარა ამათმა პიკეს გაუხანგრძლივეს. მგონია რო მესის რო არ დაუდგა გვერდით, სამაგისო ჯილდო იყო ეგ. ლენგლესაც გაუხანგრძლივეს. ანუ მაგ დუეტმა უნდა გვტანჯოს ერთი 2 წელი კიდე. არადა 1 კარგი მცველის ყიდვა ბევრ რამეს შეცვლიდა. ეს ბიჭი არ ვიცი რას წარმოადგენს საერთო ჯამში, ცუდი თამაშებიც მინახავს და კარგიც. გარსიაზეც იგივეს ვიტყვი. კარგი იქნებოდა ერთი ტოპ მცველი, ავტორიტეტით რო ადვილად მიიღოს მწვრთნელის ნდობა და მოსვას სკამზე პიკე

  • nika 54
    schedule 22 ოქტ 2020, 11:13

    რო ენდოს რა? გამოვა ტრავმით და ითამაშებს?

  • Sergio5
    schedule 22 ოქტ 2020, 11:06

    უმტიტის კი არა არცერთს არ უნდა ენდობოდეს მაქედან, შარშან ყველაზე ცუდი დაცვა გვყავდა და მაგ პოზიციის გარდა ყველაფერს მიხედეს 🤦‍♂️