workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი: დღეს ჩვენი დღე არ იყო

სერხიო ბუსკეტსი: დღეს ჩვენი დღე არ იყო

“ბარსელონამ” “კოლიზეუმზე” 9 წლის შემდეგ “ხეტაფესთან” შეხვედრა პირველად დათმო. 

მატჩის დასრულების შემდეგ სერხიო ბუსკეტსმა მცირე კომენტარი გააკეთა:

“სამართლიანია თუ არა, ჩვენ მოედანს დამარცხებულები ვტოვებთ. პირველ ტაიმში გვქონდა შანსები, მაგრამ დაწინაურების შემდეგ ისინი თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ. დღეს ჩვენი დღე არ იყო.”

“თამაში დასრულდა, მსაჯებზე საუბარი კი აღარაა საჭირო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Zaga
    schedule 19 ოქტ 2020, 03:01

    დაგვიბერდი და დროა ახალგაზრდებს დაუთმო ადგილი მორიბა, ორიოლ ბუსკეცი.და ბევრი იქნება კიდევ ლამასიიდან რომლებიც არ დაატყობენ ბარსას შენს წასვლას

  • neo222
    schedule 18 ოქტ 2020, 13:26

    ამათი წაგება ნერვებს კაი ხანია არ მიშლის. ნერვიულობა კლავს ადამიანს რაღაზე გადავყვე ამ უნამუსოებს, ფეხებზე ჰკიდიათ გულშემატკივრები და გუნდი.

  • Amaterasu
    schedule 18 ოქტ 2020, 03:03

    დღეს კი არა უკვე 5 წელია ჩვენი დღე არაა

  • cezo45
    schedule 18 ოქტ 2020, 02:13

    ერთი თქვენი კარგებიც ბოლო 5 წელია როდისაა თქვენი დღე დრეს რომ ყოფილიყო ბლიაა🤔

  • Blaugrana bari
    schedule 18 ოქტ 2020, 01:23

    ჩემპიონთა ლიგის ზონაში რომ არ მოხვდეთ არ გამიკვირდება ისეთი ბანძი ბარსელონა

  • BARCELONA FOREVER
    schedule 18 ოქტ 2020, 01:22

    ROUCH,
    საღოლ😂😂😂😂😂

  • GioKakiashvili
    schedule 18 ოქტ 2020, 01:21

    ციტატა: ROUCH
    ცაგარელს უთხარით და როცა თქვენი დღე იქნებ მაშინ ჩავნიშნოთ მატჩები რა მაღიზიანებს რა ეს ბანძი არგუმენტები ჩვენი დღე არ იყო, ბურთს არ უნდოდა კარში შესვლა, ტრაწი მქონდა და წნევა ვერ შევქმენი უკეთ დამერტყა


    🤣🤣🤣🤣🤣

  • zazala7
    schedule 18 ოქტ 2020, 01:21

    ხეტაფემ რაც ირბინა, ბარსას 3 თამაში ეყოფა. 90 წუთი აპრესინგებდა ბარსას. არის კიდევ ერთი მომენტი, ბარსას სანაკრებო პაუზის შემდეგ სულ უჭირდა და ასევე ხელფასების შემცირება, ფეხბურთელების განწყობაზე იმოქმედა

  • ROUCH
    schedule 18 ოქტ 2020, 01:21

    ცაგარელს უთხარით და როცა თქვენი დღე იქნებ მაშინ ჩავნიშნოთ მატჩები რა მაღიზიანებს რა ეს ბანძი არგუმენტები ჩვენი დღე არ იყო, ბურთს არ უნდოდა კარში შესვლა, ტრაწი მქონდა და წნევა ვერ შევქმენი უკეთ დამერტყა

  • Gaucho24
    schedule 18 ოქტ 2020, 01:20

    არაუშავს , ჯერ მაინც ახალი გუნდია , შეთამაშება აკლიათ , ძალიან ნათლად ჩანს რომ ერთმანეთს ვერ უგებენ არ იციან რომელი ზონები უნდა შეავსონ , კომბინაციური ფეხბურთი ჯერ ამ გუნდში ვერ იქნება , იმ დროინდელი ბარსას , ოქროს ხანის ბარსას , მთავარი უპირატესობა სხვებთან ის იყო რომ ფეხბურთელები ერთმანეთს თვალდახუჭული გრძნობდნენ , ხავი ინიესტა მესი ბუსკეცი პიკე ცესკი ერთად იზრდებოდნენ ლა მასიადან და მათ ერთმანეთისთვის არ სჭირდებოდათ დაძახება , მინიშნება , ხავიმ იცოდა ინიესტა სად იდგა , სად გაიხსნებოდა , იცოდნენ მესი როდის აჩქარდებოდა როდის უნდა მიეცათ პასი , ბუსკეცი გრძნობდა ხავიესტას და ზონებს ავსებდა , ახლა გუნდში სრული ქაოსია , მარჯვენა ფლანგი მკვდარია , გრიზმანი რობერტო , ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაციაა ფლანგზე , მარცხენა ფლანგზე ალბას გარეშე არაფერი გამოვა , ყველაზე მეტად ვინც მესის უგებს ალბაა , გრძნობენ ერთმანეთს , ასე იყო ადრე როდესაც მარჯვნივ ალვეში იდგა , ახლა გუნდებმა იციან რომ მარჯვენა ფლანგს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და ცენტრს უკეტავენ გუნდს , ადრე ბარსას ეგ იარაღი ქონდა რომ ფლანგების საშუალებით მეტოქე გუნდის ნახევარდაცვასა და დაცვას შლიდა და ზონები რჩებოდა რომელსაც სხვები ავსებდნენ , ცალ-ცალკე რომ ავიღოთ გუნდში ცუდი ფეხბურთელები არ არიან , გრიზმანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია , დე იონგი კოუტინიო ბუსკეცი სამივე ძალიან კარგები არიან , მაგრამ ერთად ვერ ქმნიან ტანდემს , ბუსკეცი თავის პოზიციაზე დგას , დე იონგმა არ იცის რა ქნას კოუტინიოც მარტოა , შემტევები ნახევარდაცვას ვერ გრძნობენ , ამ გუნდს ვერც გუარდიოლა უშველის ვერც ხავი , ამ გუნდს უბრალოდ დრო სჭირდება , პიანიჩის თამაში რაც ვნახე მომეწონა ძალიან კარგი იყო , როდესაც შტეგენი დაბრუნდება , ალბა დაბრუნდება , უმტიტი შევა ფორმაში , ახლები შეთამაშდებიან გუნდი დაიწყებს თამაშს , ახლები კი არ უნდა შეეწყონ ძველებს , არამედ ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს რომლებიც ერთმანეთს გაუგებენ , პიანიჩი დე იონგი კოუტინიოს ნახევარდაცვაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ინტენსიური ვარჯიშებია საჭირო მათი და შემტევების , შემტევების უფრო მეტად დატვირთვაა აუცილებელი , ფლანგებზე სწორი ფეხბურთელების გამოყენება , ადრე ბოლო წლებში ბარსა იყო მესი და მეტი არაფერი და ახლა ბარსა ცალკეა და მესი ცალკე , მთლიანად ამოვარდნილია , არანაირი პოზიცია არ უჭირავს მესის , ცრუ ფორვარდი ეგ არაა რასაც ახლა ის თამაშობს , არც ფლეიმეიქერია , არც ფორვარდი და არც გარემარბი , ჩემი აზრით მესი უნდა დადგეს მარჯვენა ფლანგზე საიდანაც შევა ცენტრშიც კი ბატონო , შუაში კოუტინიო უკან დე იონგი პიანიჩი მარცხნივ ფატი და წინ გრიზმანი , მესი და გრიზმანი შეცვლიან ხოლმე პოზიციებს ისევე როგორც გრიზმანი ფატი და კოუტინიო ეს თამაშიდან გამომდინარე მოხდება მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რას აკეთებს ახლა არავინ არაფერი არ იცის , არანაირი გამჭოლი პასები , დაფარული პასები , მცველებს უკან ჩაგდებული ბურთები , ერთი პასით გაჭრილი ნახევარდაცვა და დაცვა , არაფერი არაა , ადრე ასეთ ამოწეულ გუნდებს ბარსელონა აცამტვერებდა , ხავი ინიესტა ერთი პასით , ერთი კომბინაციით შლიდა ყველაფერს , იმიტომ რომ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ , ამათაც სჭირდებათ მსგავსი ვარჯიში , ვარჯიშიდან მოდის ყველაფერი და გუნდში სულისკვეთება და ერთიანობა არაა და უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი და ერთად უნდა ივარჯიშონ ამაზე ტრანსფერებზე კი დეპაი და ვეინალდუმი სულაც არაა საჭირო , დემბელე გასაშვებია აშკარად იტანჯება ეგ ბიჭი ბარსაში , კარგი იქნება თუ ლაუტაროს მოიყვანენ ფორვარდი დღევანდელ ფეხბურთში აუცილებელია , მითუმეტეს მსგავსი მოძრავი და მებრძოლი ფორვარდი , ასევე აუცილებელია უპამეკანო , მცველი რომელიც დაიწყებს შეტევებს საიმედოა და გონიერი , და თუ მაინცდამაინც უნდა კუმანს იყოს დეპაიც , მარცხენა ფლანგისთვის , რადგან ფატი მთელ სეზონს ვერ ითამაშებს , მაგრამ ბევრი ტრანსფერი არ შეიძლება ეს უფრო არევს ისედაც არეულ გუნდს , უბრალოდ დრო და ვარჯიში სჭირდებათ ამ სეზონში შეიძლება ვერ გაიბრწყინონ და ვერ მოიგონ ტიტულები მაგრამ ამ გუნდს , სწორი რამდენიმე ტრანსფერით , პოტენციალი აქვს რომ ისევ დაბრუნდეს მწვერვალზე თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება.. წარმატებები , იმედია კუმანი შეცვლის ყველაფერს.

  • Cule Is Always Elegant
    schedule 18 ოქტ 2020, 01:19

    დავაკვირდი და ისე მივეჩვიე ამათ წაგებას და საშინელ თამაშს რო ნერვებიც აღარ მეშლება :დდდდ

  • BARCELONA FOREVER
    schedule 18 ოქტ 2020, 01:17

    თქვენი დღე ბოლოს იყო 2015 წლის 6 ივნისს როცა ლიგა მოიგეთ 😀