“ბარსელონა” ჩრდილოეთ ამერიკას მეტ ყურადღებას უთმობს – ESPN წერს, რომ კატალონიური კლუბის სკაუტები აშშ-ისა და კანადის აკადემიების მოთამაშეებს აკვირდებიან და რამდენიმე მათგანის ესპანეთში გადმოყვანით უკვე დაინტერესებულები არიან.
პრესაში გავრცელებულ ცნობაში საუბარი შემდეგ ფეხბურთელებზეა:
ბრენდენ აარონსონი (“ფილადელფია იუნიონი”) – 19 წლის ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და MLS-ის გარდა (სადაც წინა სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა) შტატების ეროვნულ ნაკრებში გამოსვლის გამოცდილებაც აქვს. მას “რედ ბულ ზალცბურგსაც” უკავშირებენ და დიდი ალბათობით, კარიერას ევროპაში მალე გააგრძელებს.
ჯანლუკა ბუზიო (“კანზას სიტი”) – 18 წლის იტალიელი წარმომავლობის ამერიკელი ფორვარდი “კანზასის” აღზრდილია. ასაკის მიუხედავად, მან ჩემპიონატში 44-ჯერ უკვე ითამაშა და აშშ-ს ახალგაზრდული ნაკრებების წევრიცაა.
კეიდ ქაუელი (“სან ხოსე”) – ამერიკელი ვინგერი “ბარსას” სამიზნეებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა: ის 17 წლის სულ რამდენიმე დღის წინ გახდა. ქაუელი “ერთქუეიქსის” ღირსებას 2019 წლიდან იცავს, MLS-ში დებიუტი კი ერთი თვის წინ ჰქონდა, ქართველ თანაგუნდელებთან ერთად და ამ მატჩში გოლის გატანაც შეძლო.




ყველაფერს გვიან რატო ამჩნევენ ბარსას სკაუტები, ალფონსო დევისი დაიწუნეს კანადელობის გამო და იმის გამო რომ ევროკავშირის მოქალაქე არ არის, ახლა მოუნდათ კანადის და ამერიკის აკადემიების დაკვირვება… SMH
და საკუთარ აკადემიას რომ მიხედოთ, ეგ არ ივარგებს თუ?!
თუ აშშ დიდი ბაზარია?
იქ ბეისბოლს,კალათბურთს და კრივს უნდა გაუწიოთ კონკურენცია პოპულაროპაში საწყის ეტაპზე 🤠
დესტი ათამაშეთ ძირითადში და ლა მასიელი ბიჭები არ გააქციოთ
იქ, სადაც ალექს გრიმალდოს და მარკ კუკურელას ცხენის ნალში ცვლიან და ამის მერე 30 მილიონს ფირპოში იხდიან, აშკარად ჩანს, რომ არაადექვატურები ან მიზანმიმართულად მოქმედი დამნაშავეები არიან
აარონსონი რიკი პუჩის მარცხენა ფეხადაც არ ღირს და რიკის არ უწევს თამაში ეგ რაღათ უნდათ ერთი? ან ეს ამდენი ვინგერი რად გვინდა? 🤷♂️🤷♂️