The Telegraph ავრცელებს ინფორმაციას, რომ ”უდინეზეს” თავდამსხმელის, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ”მანჩესტერ სიტიც” ჩაერთო.
ინგლისელებს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურთ, ვინაიდან სავარაუდოა, რომ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს კარლოს ტევეზი.
”მანჩესტერ სიტი” მზადაა ჩილელ ფეხბურთელში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, მაგრამ კლუბის მწვრთნელს, რობერტო მანჩინის კარგად ესმის, რომ სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან ”ბარსელონა” და ”ინტერი”.
”უდინეზეს” პრეზიდენტმა, ფრანკო სოლდატიმ აღნიშნა, რომ თავად ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში გადასვლა სურს. ”როგორც ჩვენ ფეხბურთელის აგენტმა გვითხრა, ალექსის სანჩესმა მოლაპარაკებებს მიაღწია ”ბარსელონასთან”. მისი ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება სეზონში. ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი აუცილებლად წავა, უბრალოდ ეს არის მისი პრიორიტეტი.” –განაცხადა სოლდატიმ.



