ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკემ ლუის არაგონესის რეკორდი მოხსნა

დელ ბოსკემ ლუის არაგონესის რეკორდი მოხსნა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, ახალი რეკორდი დაამყარა ესპანეთის ნაკრებთან ერთად. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ამხანაგურ შეხვედრაში ვენესუელას ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დელ ბოსკემ მოახერხა და ოცდამეცხრამეტე გამარჯვება მოიპოვა საკუთარ გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს 39 გამარჯვება მან 44 თამაშში მოახერხა.

 

ამ შედეგით მან აჯობა მწვრთნელს, რომელმაც ევრო 2008 მოიგო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ეს ადამიანი გახლავთ ლუის არაგონესი, რომლის ანგარიშზეც 54 მატჩში 38 გამარჯვებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში