ახალგაზრდა ურუგვაელ მცველს, რონალდ არაუხოს, “ბარსელონაში” გადმოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გამხდარიყო, წერს Sport.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ტრანსფერამდე რამდენიმე კვირით ადრე, არაუხოს “რეალიდან” დაუკავშირდნენ. “ბარსას” ტექნიკურ მდივანს, რამონ პლანესს, ამ დროისთვის უკვე თითქმის ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა და მადრიდულმა კლუბმა მოლაპარაკებებში ჩართვა ვეღარ მოასწრო.
არაუხო “ბარსელონას” 2018 წლის ზაფხულში, 19 წლის ასაკში, მონტევიდეოს “ბოსტონ რივერიდან” შეუერთდა. მან თამაში “ბარსა ბ-ს” რიგებში დაიწყო და მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში მცირე პრაქტიკა პირველ გუნდშიც მიიღო. ახლა ის რონალდ კუმანის შემადგენლობის ოფიციალური წევრია და დიდი ალბათობით, მოედანზე ბევრად უფრო ხშირად ვნახავთ.




კარგი მცველი დადგება, ცოტა მეტი პრაქტიკა უნდა დიაგონალური გრძელი პასები მომეწონა იმედია მეტს აიღებს თავზე როცა დროს მისცემენ თითქოს სითამამე აკლია.
მაინც ის ამება ლენგლე დგას ძირითადში და რათ გინდა