ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპე: ”მოუთმენლად ველით ”ბარსელონასთან” დაპირისპირებას”

პეპე: ”მოუთმენლად ველით ”ბარსელონასთან” დაპირისპირებას”

მადრიდის ”რეალის” მცველმა, პეპემ გავლენიან ესპანურ გამოცემა ”მარკასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი გუნდი ვალდებულია მომდევნო სეზონში ყველა შესაძლო თასი მოიგოს. გარდა ამისა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ”ბარსელონასთან” რევანშის აღებაზე ოცნებობს.

”ნამდვილად მსურს რევანში ავიღო კატალონიელებთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩების გამო. მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრებს. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი ვალდებულია, რომ მოიგოს ყველა ტიტული მომდევნო სეზონში. ჩვენი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უამრავ ცვლილებებს აკეთებს გუნდში, თუმცა მან ვერ შესძლო ყველაფრის ერთ სეზონში შეცვლა. მე პირადად მსურს, რომ დიდხანს დავრჩე ”რეალში”, ვინაიდან ამ გუნდმა მომცა ყველაფერი.” – განაცხადა პეპემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში