ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის გუნდის ტრიუმფი

აბიდალის გუნდის ტრიუმფი

 

6 ივნისს, ერიკ აბიდალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა, უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა…

 

საფრანგეთის ნაკრებმა, 6 ივნისის შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. მართალია გუნდმა 53–ე წუთზე, ტიმოშუკის მიერ გატანილი გოლი იგემა და ანგარიში 1:0 გახდა, თუმცა მატჩის ბოლოს ტაბლოზე სულ სხვა ციფრები ციმციმებდნენ. კაბულის, გამეიროსა და მარტინის დუბლის წყალობით, შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

 

წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ერიკს გოლი არც საკუთარ, არც მოწინააღმდეგის და არც სხვა ვინმეს კარში გაუტანია. ლორან ბლანმა იგი მოედანზე 76–ე წუთზე შემოუშვა. აღსანიშნავია, რომ 3 გოლი მისი შემოსვლის შემდეგ გავიდა … შემდეგ მატჩს აბიდალი და მისი გუნდი 9 ივნისს, პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღდეგ გამართავენ. ამ შეხვედრასაც ამხანაგური ხასიათი ექნება. ამის შემდეგ კი ფეხბურთელების არდადეგების მოწყობა და დასვენება შეეძლებათ.

 

ვიდეომასალა

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=zDjPiIm6wGg]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში