workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ არ ნებდება და ბინძური ხერხებით იბრძვის

ბართომეუ არ ნებდება და ბინძური ხერხებით იბრძვის

როგორც ჩანს, ბართომეუს ბორდი თანამდებობების შენარჩუნებას ბინძური ხერხებით აპირებს.

ცოტა ხნის წინ ცნობლი გახდა, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უნდობლობის საკითხის აღსაძრავად საჭირო ხმები შეგროვდა. საჭირო იყო 16 251 ხმა, ოპოზიციამ 20 ათასზე მეტი ხმა წარადგინა, რომელთაგან 19 ათასზე მეტი ვალიდურად ცნეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ თუ ბართომეუ არ გადადგებოდა, მისი უნდობლობის საკითხის რეფერენდუმზე დაყენება გარდაუვალი იყო.

თუმცა, დღეს “ბარსელონამ” კატალონიის პოლიციას მიმართა და ხელმოწერების შეგროვების დროს დოკუმენტების გაყალბების თაობაზე საქმის აღძვრა მოითხოვა. პოლიციამ “ბარსელონასგან” დამატებითი მტკიცებუელებები მოითხოვა, რადგან წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა.

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ამის პარალელურად, 5 კაციანმა კომისიამ, რომელსაც უნდობლობის საკითხის მართვა ევალება, ამ პროცესის შეჩერებას კენჭი უყარა. სამი ორის წინააღმდეგ – ასეთი იყო შედეგები უნდობლობის საკითხის გაგრძელების სასარგებლოდ. პროცესის შეჩერებას ხმა მარტა პლანამ და ჟორდი არხემიმ მისცეს. რა გასაკვირია, რომ სწორედ ისინი არიან 5 კაციან კომისიაში “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოდან წარდგენილები.

დღევანდელი დღის მოკლე შეფასება ასეთია: ბართომეუ თანამდებობის შენარჩუნებისთვის ყველა ხერხს მიმართავს, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ფრონტზე მარცხდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Aroni
    schedule 09 ოქტ 2020, 21:01
    #3

    ერთი საქართველომ პუტინი და მეორე ბარსელონამ ბართომეუ ვერ მოიშორა რა… რაც მაგან ბარსელონას უქნა, სისხლის სამართლის საქმეა

  • Barca1899
    schedule 08 ოქტ 2020, 23:34
    #2

    ნაბოზა..!!

  • მსლ
    schedule 08 ოქტ 2020, 23:32
    #1

    მაინც წავა და რას წვალობს!? 🤔