არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ექს-მოთამაშემ, ხავიერ მასკერანომ, TycSport-თან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ლეო – ის მოთამაშეა, რომელიც მუდამ აქტიური რჩება, მაშინ, როცა ბურთს მიიღებს. ის პოზიციურ თამაშს მიეჩვია, ამისთვის კი ყველგან მოძრაობა საჭირო არ გახლავთ, უბრალოდ საკმარისია ადგილზე დარჩენა და ბურთი თქვენთან მოვა.
ხშირად ადამიანებს, ვისაც არ ესმით რას ნიშნავს პოზიციური თამაში, ფიქრობენ, რომ ლეო თამაშისგან იზოლირებულია, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ის ინარჩუნებს პოზიციას ისე, როგორც საჭიროა. ზოგიერთ ეპიზოდში ერთი შეხედვით მართლაც ჩანს, რომ ის თითქოს იზოლირებულია, მაგრამ ასე არ არის, ის უბრალოდ ვინმესგან ბურთის მოწოდებას ელოდება.”, – განაცხადა მასკერანომ.




ნიჭიერი ბიჭია მესი ცოტა ხელის წამოკვრა უნდა და ბევრ რამეს ისწავლის კიდე