workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონელების” სანაკრებო მონაგარი

“ბარსელონელების” სანაკრებო მონაგარი

გუშინ, ევროპულ საფეხბურთო მოედნებზე ამხანაგური სანაკრებო თამაშები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა “ბარსელონას” 8 ფეხბურთელის გუნდმა მიიღო.

პორტუგალია-ესპანეთი 0-0

ყველაზე მეტი “ბარსელონელი” ამ შეხვედრაში ვიხილეთ. მასპინძელთა რიგებში მოედანზე პირველი 79 წუთი დაჰყო ფრანსიშკუ ტრინკაუმ. სტუმართა მხრიდან სრულად ითამაშა სერჟი რობერტომ, სასტარტოში იყო სერხიო ბუსკეტსიც, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. სათადარიგოთა შორის დარჩა ანსუ ფატი. სასტარტო შემადგენლობაში იყო დიდი ალბათობით “ბარსას” მომავალი ცენტრალური მცველი ერიკ გარსიაც, რომელმაც 82 წუთი ითამაშა.

საფრანგეთი-უკრაინა 7-1

მასპინძელ გუნდში სრული თამაში ჩაატარა, კლემან ლანგლემ. ანტუან გრიზმანი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და 89-ე წუთზე მან შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა.

ნიდერლანდები-მექსიკა 0-1

მექსიკასთან საშინაო მარცხს ფრენკი დე იონგმა თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.

დანია-ფარერები 4-0

“ბარსელონას” ახალმა ცხრიანმა, მარტინ ბრეითუეიტმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 32-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

დღეს შემდეგი გუნდები ითამაშებენ:

  • ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები (ინიაკი პენია, რიკი პუჩი, პედრი)
  • ბოსნია (მირალემ პიანიჩი)
  • არგენტინა (ლიონელ მესი)
  • ურუგვაი (რონალდ არაუხო)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward