2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ტრანსფერი, რომელიც “ბარსელონამ” განახორციელა, რაფინია ალკანტარას გუნდიდან წასვლაა, ბრაზილიელი “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა.
რიკი პუჩი, რომელიც პირველ გუნდში დაწინაურდა, რაფინიას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მესიჯით დაემშვიდობა: “დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაფიტა, შენ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ, მე მომენატრები. შენს ნომერს გავუფრთხილდები [სიცილი]” – წერს პუჩი.



