workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ-ს ლუის სუარესის შეძენა სურდა

პსჟ-ს ლუის სუარესის შეძენა სურდა

Téléfoot Chaine-ს ინფორმაციით, სექტემბერში “პარი სენ-ჟერმენს” ლუის სუარესის შეძენა სურდა. 

მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ურუგვაელ ფორვარდს უნდობლობა გამოუცხადა, მისი დამატებისთვის ბრძოლაში ორი კლუბი ჩაერთო – მადრიდის “ატლეტიკოსა” და ტურინის “იუვენტუსი”. თუ პრესას დავუჯერებთ, “იუვენტუსის” შემთხვევაში საქმე ლუისის იტალიაში ჩასვლასა და მოქალაქეობის მისაღები გამოცდის ჩაბარებამდეც მივიდა, მაგრამ საბოლოოდ ფინანსური მოთხოვნილებები “ატლეტიკომ” დააკმაყოფილა და სუარესიც სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდს შეუერთდა. 

წყაროს ცნობით, პსჟ-ს მხრიდან 33 წლის სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერით თომას ტუხელი ინტერესდებოდა. შეთანხმება რომ შემდგარიყო, ლეგენდარული MSN-ს ორი წევრი უკვე ლიგა 1-ში ითამაშებდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward