ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონების რანგში…

ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონების რანგში…

 

ამ ზაფხულს, კატალონიის “ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვევა. ბლაუგრანელებს შტატებში, ბოლო 2 სტუმრობის დროსაც “ჩემპიონთა ლიგა” ჰქონდათ მოპოვებული…

 

ისე გამოდის, რომ როდესაც გუნდი შტატებში მოგზაურობას გეგმავს, სწორედ მაშინ იგებენ ისინი “ჩემპიონთა ლიგას”. ამას სტატისტიკაც მოწმობს. 2006 წელს, როდესაც “ბარსამ” “ჩემპიონთა ლიგის” თასი პარიზში აღმართა, გუნდი იმ ზაფხულს შტატებში გაემგზავრა; 2009 წელს, როდესაც “ბარსამ” “ჩემპიონთა ლიგის” თასი რომში აღმართა, გუნდი იმ ზაფხულს შტატებში გაემგზავრა; 2011 წელს, როდესაც “ბარსამ” “ჩემპიონთა ლიგის” თასი ლონდონში აღმართა, გუნდი შტატებში გაემგზავრება…

 

გუნდი 2006 წელს შტატებს 2003 წლის შემდეგ პირველად ესტუმრა. ამ სტუმრობისას კატალონიური გუნდი “იუვენტუსს”, “მილანსა”, “მანჩესტერ იუნაიტედს” ბოსტონში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში დაუპირისპირდა. ერთი მატჩი ბლაუგრანელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ და ერთშიც კატალონიელებმა მარცხი იგემეს.

 

ამის შემდეგ გუნდი შტატებს 2008 წელს ესტუმრა. პეპ გვარდიოლას გუნდი ლოს ანჯელესში “გალაქსის”, სიეტლში “საუნდერსს”, ხოლო სან ფრანცისკოში გუადალახარას გუნდს დაუპირისპირდა – ერთი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დანარჩენი 2 პეპის გუნდმა ფრედ დაასრულა.

 

ამ ზაფხულს, გვარდიოლას შეგირდები ვაშინგტონს, მაიამისა და დალასს ესტუმრებიან, სადაც ისინი “მან. იუნაიტედს” (30 ივლისი), “ჩივას დე გუადალახარასა” (3 აგვისტო) და “ამერიკას” (6 აგვ.) დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში