რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ” “სევილიას” წინააღმდეგ დღეს გასამართი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა. რონალდ კუმანის განკარგულებაში სულ 23 ფეხბურთელი იქნება.
შემადგენლობაში სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებიც მოხვდნენ, მათ შორის კონრად დე ლა ფუენტე, რონალდ არაუხო და რიკი პუჩი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პირველ გუნდში თამაშობს, ოფიციალურად ისევ “ბარსა ბ”-ს წევრია.
განაცხადში ვხედავთ სერჟინიო დესტსაც, თუმცა იმისთვის, რომ ამერიკელმა მარჯვენა მცველმა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლოს, ლა ლიგის ოფიციალური თანხმობაა საჭირო.
სრული განაცხადი:
👥 SQUAD LIST
🏡 #BarçaSevilla pic.twitter.com/QYSJuPh4UL— FC Barcelona (@FCBarcelona) October 4, 2020
შეგახსენებთ, რომ “ბარსა”-“სევილიას” მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



