სერჟინიო დესტი უკვე ბარსელონაში იმყოფება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. გთავაზობთ ყველაფერს, რაც 19 წლის ვარსკვლავზე უნდა ვიცოდეთ:
- უნივერსალურობა: დესტს შეუძლია, ითამაშოს ორივე ფლანგზე, როგორც მცველმა ან ვინგერმა, რადგან ის საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს შეტევებში;
- სისწრაფე: 19 წლის დესტი “ძალიან სწრაფია”, საჭიროების შემთხვევაში კი მას ტემპის შეცვლაც შეუძლია;
- მოწინააღმდეგების გაოცება: ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მოთამაშეს შესანიშნავი ტექნიკა და ბურთის კონტროლი აქვს, “აიაქსის” რიგებში ის მატჩში საშუალოდ 1,9 ართმევას აფიქსირებს;
- შესანიშნავი დრიბლერი: სერჟინიოს “შესანიშნავი” დრიბლინგის უნარი აქვს, გასულ სეზონში ჩემპიონატში ის თითო შეხვედრაში საშუალოდ 1,2 დრიბლინგს აფიქსირებდა;
- დიდებული პასი: დესტი ასევე ფლობს ძალიან კარგ უნარ-ჩვევებს გადაცემებში და ჩაწოდებებში, გასულ სეზონში მისი პასების 87,5% ზუსტი იყო;
- საჭიროა მხოლოდ ერთი რამის “გაუმჯობესება”: ახალგაზრდამ დაცვაში პოზიციური თამაში უნდა დახვეწოს.




წარმატებები
მაგასაც დახვეწს 19 წლისაა ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს და მე პირადად ძაან მეიმედება ყველა თვალსაზრისით იდეალურია..
ლოგიკურია :დდდ
სემედო ვერც შეტევაში ვერ აკეთებდა ბევრს ვერაფერს,ბოლო პასი არაფრად არ უვარგოდა
ალბათ, თამაშის ტემპი იგულისხმება, აჩქარდბები, კონტრები. ნელი პასები როგორც იცის ბარსამ და უცბად გაქცევა ამის მერე
ეგ იგულისხმება და ეგ იგულისხმა მწერალმაც
kendricklamar,
ალბათ, თამაშის ტემპი იგულისხმება, აჩქარდბები, კონტრები. ნელი პასები როგორც იცის ბარსამ და უცბად გაქცევა ამის მერე
Wtf man,
ლენგლე რატო ჩატეხე? ძაან საკაიფოდ ითამაშა ვილიარეალთან და პირველი 2 გოლის დროს მისი ძაან ჭკვიანური პასით დაიწყო შეტევები. მაგარი პირველი პასი აქვს ლენგლეს და ზოგადად პიკეზე ცუდი ტიპი ნაღდად არაა როგორც ფანები ფიქრობენ.
ეს მოიყვანონ და დეპაი მეტი არავინ გვინდა წელს.
შტეგენი
დესტი პიკე არაუხო ალბა
პიანიჩი დეიონგი
მესი კოუტინიო ფატი
დეპაი
სკამი: ნეტუ რობერტო ლენგლე ტოდიბო ფირპო ბუსკეცი ორიოლ ბუსკეცი ალენია პედრი პუჩი ტრინკაო გრიზმანი დემბელე დელა ფუენტე
kendricklamar,
არამგონია – ეგ მიწებებული ოფციაა 10000 %
ფინანსურადაც მომგებიანი იქნება გუნდისთვის. ამერიკელია და მეტი ყურადღება ექნება თუ ვარსკვლავი გახდება ქვეყნის მოსახლეობისგანაც ბარსელონას.
მგონი სემედო იმიტომ გაუშვეს რომ დაცვაში არ ვარგიდა და იგივე სტილის მცველის მოყვანა პრობლემას ვერ მოაგვარებს ვერანაირად ერთიდაიგივესტილის ფეხბურთელია უბრალოდ დესტი ახალგაზრდაა
"19 წლის დესტი "ძალიან სწრაფია", საჭიროების შემთხვევაში კი მას ტემპის შეცვლაც შეუძლია" – ანუ რა ნელა სირბილიც შეუძლია ? )))))
ნუ ფლანგის მცველს პოზიციურად დაცვაში კარგ თამაშს ვერ მოსთხოვ სულ წინ და უკან დარბიან და არაა მარტივი , ვან ბისაკა უძლიერესია მაგ ასპექტში მაგრამ შეტევაში დიდი ვერაფერია, არნოლდი პირიქით შეტევაში დაფრინავს და დაცვაში შედარებით სუსტია, მთავარია დესტმა მარჯვენა ფლანგი გამოაცოცხლოს თორე რობერტოს ყურებას გული ვეღარ უძლებს უკვე, ორივე ფლანგიდან ერთნაირად კარგად რო შევუტევთ მერე დაგვეხიოს ყველა )))
ძაან მეიმედება ეს ბიჭი
კუმანი მოხოდავს დაცვაში ამას