workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს ფრანკ რაიკაარდის დაბადების დღეა

დღეს ფრანკ რაიკაარდის დაბადების დღეა

“ბარსელონას” ყოფილ დამრიგებელს, ნიდერლანდელ სპეციალისტს, ფრანკლინ “ფრანკ” ედმუნდო რაიკაარდს, დღეს 58 წელი შეუსრულდა, მას იუბილეს კლუბის ოფიციალური Twitter-ის გვერდი ულოცავს.

რაიკაარდი “ბარსელონაში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2003-2008 წლებში მუშაობდა, ამ პერიოდში მან გუნდთან ერთად 5 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი (2004/2005, 2005/2006), ესპანეთის სუპერ თასი (2005, 2006), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2005/2006). 

ჰოლანდიელი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 273-ჯერ გაუძღვა, აქედან 160-ში გაიმარჯვა, 63 ფრედ დაასრულა, 50-ჯერ კი დამარცხდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში