workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალი განწყობებით

ტერ შტეგენი: ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალი განწყობებით

“ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, მისი გამოჯანმრთელების პროცესსა და გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

“მუხლი ძალიან კარგადაა, ძალიან კარგად.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, გამარჯვება გვსურს. ამიტომაც გავდივართ მოედანზე, რათა ყველა თამაში მოვიგოთ. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და ჩვენ ახალ სიტუაციას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ახალი გუნდი, ახალი განწყობებით. 

მიზანი იგივეა, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველაფრისთვის. ხალხმა ეს ცვლილებები უნდა გაითავისოს, ჩვენ კი მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რადგან იგი ძალიან გრძელი იქნება”.

იგი, ასევე, პანდემიასთან დაკავშირებულ აკრძალვებთან თანაცხოვრებასაც შეეხო.

“თავდაპირველად, შეზღუდებთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა მათ ანგარიში უნდა გავუწიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ”, – თქვა ტერ შტეგენმა Cupra-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

28 წლის გერმანელმა მუხლზე ოპერაცია 18 აგვისტოს გაიკეთა. ჯერჯერობით, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 29 სექ 2020, 18:06
    #4

    მალე დაბრუ დი რა შტეგო

  • Iniesta_8
    schedule 29 სექ 2020, 17:18
    #3

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა

    ციტატა: xavi-esta
    ნოიერსაც მირჩევნია და ალისონსაც <3 უკლასნესია შტეგო , მხოლოდ ობლაკი თუ დაუდგება გვერდით


    მართა მაგარია მაგრამ შენ ძაან გადააჭარბე ახლა :დ ნოიერი ვაფშე სხვა დინე და სხვა კლასიაა, მეკარესთან ერთად მცველიცაა ტიპი, უკონურენტოა ნოიერი, ალისონს კი ჯობს, ობლაკს რაც შეეხება მხოლოდ ფეხით თამაში ჯობს ტერი, საერთო ჯამში ობლაკი უფრო მაგარია… 1 ნოიერი… 2 ობლაკი…. 3 შტეგენი…. 4 ალისონი….. 5 კურტუა


    პენალტების აღებაშიც სჯობს ობლაკს.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 29 სექ 2020, 16:17
    #2

    ციტატა: xavi-esta
    ნოიერსაც მირჩევნია და ალისონსაც <3 უკლასნესია შტეგო , მხოლოდ ობლაკი თუ დაუდგება გვერდით


    მართა მაგარია მაგრამ შენ ძაან გადააჭარბე ახლა :დ ნოიერი ვაფშე სხვა დინე და სხვა კლასიაა, მეკარესთან ერთად მცველიცაა ტიპი, უკონურენტოა ნოიერი, ალისონს კი ჯობს, ობლაკს რაც შეეხება მხოლოდ ფეხით თამაში ჯობს ტერი, საერთო ჯამში ობლაკი უფრო მაგარია… 1 ნოიერი… 2 ობლაკი…. 3 შტეგენი…. 4 ალისონი….. 5 კურტუა

  • xavi-esta
    schedule 29 სექ 2020, 15:08
    #1

    ნოიერსაც მირჩევნია და ალისონსაც <3 უკლასნესია შტეგო , მხოლოდ ობლაკი თუ დაუდგება გვერდით