ესპანურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამუელ უმტიტის გადაბირებით “ლიონი” იყო დაინტერესებული და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეეცდებოდნენ მის გაფორმებას, მაგრამ Canall+ თან ინტერვიუში, კლუბის პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ ყველაფერი უარყო.
მან პირდაპირ განაცხადა, რომ უმტიტი “ლიონში” არ ითამაშებს, ხოლო დეპაის შესახებ არანაირი წინადადება არ მიუღია. ოლამ ასევე გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ უმტიტი დეპაის ტრანსფერში იყოს გამოყენებული.
ეს შეიძლება კუმანს ეუბნებიან, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თორემ რეალურად სულ სხვა სურათია. ბართომეუს სჩვევია ასეთი ქცევა, ის წლების განმავლობაში ატყუებდა მესის, რომ ნეიმარის დაბრუნებას ცდილობდა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კი აცნობებდა, რომ არაფერი გამოვიდა.
კუმანი ხელმძღვანელობით უკვე უკმაყოფილოა, ხოლო ბართომეუს წასასვლელად ფანები უკვე დღეებს ითვლიან.
უმტიტის საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და მისი გაყიდვა კლუბს სახელფასო ფონდის შესამცირებლად სურს. “ბარსამ” უკვე გაყიდა რაკიტიჩი, სუარესი და არტურო ვიდალი, ასევე არტური და სემედუ, რომელთაც მაღალი ხელფასი არ ჰქონიათ, თუმცა “ბარსამ” არტურში მიღებული თანხა ბიუჯეტის დასაბალანსებლად გამოიყენა, ხოლო სემედუ საკმაოდ სარფიანად გაყიდა.
უმტიტის პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა ხელფასი მოუმატეს. ახლა ალბათ ნანობს კიდეც ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ნანობენ იმასაც, რომ თავის დროზე მანჩესტერელებს არ მიჰყიდეს, ახლა უკვე გვიანია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უბრალო ტვირთად იქცა.
უმტიტის ტრანსფერი ასევე გამორიცხა “ლიონის” სპორტულმა დირექტორმა, ჟუნინიო პარნამბუკანომ – “ის საჩვენო ფეხბურთელი არ არის, ასეთი კონტრაქტის შეთავაზება არ შეგვიძლია.”
წყარო – Mundo Deportivo.
ეჰ უმტიტის რომ ტრავმები არ ტანჯავდეს ამის ნატვრაში ამოხდებოდათ სული სხვა გუნდებს, ამასაც დემბელესავით დაემართა, არადა ძაან კარგად პროგრესირებდა და აშკარად მაღალი კლასის მცველი დადგებოდა ამისგან, ამ ბოლოს რაც ვნახე ამის თამაში(თუ ერქვა თამაში) აღარაფერია დარჩენილი ძველი უმბტიტისგან😭
აუ რა ბარგად გვადევს ეს უმტიტი