სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, “ბარსელონამ” შინ “ვილიარეალი” დაამარცხა (4-0), კატალონიელთა რიგებში კი 3 მოთამაშის ოფიციალური დებიუტი შედგა.
მირალემ პიანიჩი შეხვედრის მეორე ნახევარში გამოჩნდა, მან სერხიო ბუსკეტსი შეცვალა. 70-ე წუთზე მოედანი კოუტინიომ დატოვა და მის ნაცვლად პედრი შემოვიდა, ხოლო 78-ე წუთზე პირველ ოფიციალური შეხვედრაში ფრანსიშკუ ტრინკაუც გამოჩნდა, მან ანტუან გრიზმანი შეცვალა.
“ბარსელონა” მომდევნო მატჩს “სელტას” წინააღმდეგ ჩაატარებს.




პიანიჩი მშვენივრად შემოვიდა და შემდეგი თამაში ძირითადიდან უნდა დაიწყოს