ამსტერდამული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ სერჟინიო დესტი “აიაქსის” ხელმძღვანელობას წნეხის ქვეშ აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებმა ფინანსური კუთხით კატალონიელებზე უკეთესი პირობები შესთავაზეს, ნიდერლანდელ მცველს კარიერის გაგრძელება “ბარსაში” სურს და არა “ბაიერნში”.
Mundo Deportivo იუწყება, რომ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან საუბრის შემდეგ, სერჟინიო მიიჩნევს, რომ კარიერული განვითარებისა და სათამაშო დროის გათვალისწინებით კატალონიურ გრანდში გადასვლა მისთვის უმჯობესი იქნება.
ამასთანავე, “ბლაუგრანას” სათამაშო ფილოსოფია უფრო ახლოსაა დესტთან, ვიდრე “რეკორდმაისტერისა”, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე ბენჟამინ პავარს ათამაშებს.




სასაცილოა სატირალი რო არ იყოს
რა ვერ გააოფიციალურეს ეს ტრანსფერი
მასედ დაწერეთ,რომ ბარსა ურჩევია.,.წაიღეთ რა ტვინი,უფ 😡😡😡