მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AFA-ს პრეზიდენტი: “ბარსელონა” მესის უსამართლოდ მოექცა

AFA-ს პრეზიდენტი: “ბარსელონა” მესის უსამართლოდ მოექცა

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ, მის თანამემამულეზე, “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“მესი ინდივიდუალურად ყოველთვის მის თანაგუნდელებზე მაღლა იდგა. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ლეომ “ბარსას” მისცა, კლუბის ხელმძღვანელობა მას უსამართლოდ მოექცა. ის ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს”, – ციტირებს ტაპიას სიტყვებს TyC Sports.

ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტა და გუნდის უფასოდ დატოვება სურდა, თუმცა კატალონიელებმა 33 წლის ფეხბურთელს ამის უფლება არ მისცეს. შედეგად, არგენტინელი მოთამაშე იძულებული გახდა, “ბლაუგრანაში” დარჩენილიყო. კლაუდიო ტაპია, სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 25 სექ 2020, 00:14

    ბართო შენი ოჯახი მო…