workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ”–ს მომავალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

“ბარსა ბ”–ს მომავალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

 

როგორც კატალონიური სპორტული გამოცემა “სპორტი” გვამცნობს, “ბარსა ბ”–ს ახალი მთავარი მწვრთნელი ყოფილი “Dream Team”-ელი, ეუსებიო საქრისტანი იქნება…

 

ვინ აღარ განიხილეს “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელების მომავალ დამრიგებლად: რაულ აგნე, ოსკარ გარსია, ფილიპ კოკუ, ლუის კარერასი … თუმცა, საბოლოოდ “ბარსა ბ”–ს ეუსებიო საქრისტანი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია გუშინ, შუადღის შეხვედრების შემდეგ დადასტურდა. ასე, რომ ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–ს, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მესამე ადგილზე, 68 ქულით იმყოფება, ყოფილი “Dream Team”–ელი, ეუსებიო საქრისტანი ჩაუდგება სათავეში.

 

                   ეუსებიო საქრისტანი
პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელი  ეუსებიო საქრისტან მენა
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1964 წელი
დაბ. ადგილი ლა სეკა, ესპანეთი
სიმაღლე 1.70 მეტრი
სათ. პოზიცია ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
  ლა სეკა
1979–1982 ვალიადოლიდი
კარიერა
წლები გუნდი Apps (გოლ.)
1982–1983 ვალიადოლიდ ბ    
1983–1987 ვალიადოლიდი 117 (13)
1987–1988 ატლეტიკო მადრიდი 27 (3)
1988–1995 ბარსელონა 203 (14)
1995–1997 სელტა 67 (1)
1997–2002 ვალიადოლიდი 129 (5)
მთლიანად   543 (36)
ეროვნული ნაკრები
1984–1987 ესპანეთი U21 17 (3)
1986–1988 ესპანეთი U23 4 (1)
1986–1992 ესპანეთი 15 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2003–2008 ბარსელონა (ასისტენტი)
2009–2010 სელტა
2011– ბარსელონა ბ
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward