workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” მაქს აარონსთან შეთანხმებას მიაღწია | BBC

“ბარსელონამ” მაქს აარონსთან შეთანხმებას მიაღწია | BBC

“ბარსელონამ” “ნორვიჩის” მარჯვენა მცველთან, მაქს აარონსთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტი გილემ ბალაგე ავრცელებს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის მტკიცებით, კატალონიელებმა 20 წლის ფეხბურთელთან, რომელსაც “ბლაუგრანაში” გადმობარგება სურს, 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს.

იმავე წყაროს ცნობით, “ნორვიჩი” აარონსში 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ინგლისელები, შესაძლოა, თანხის შემცირებასაც დასთანხმდნენ. კატალონიელები ფეხბურთელის იჯარით აყვანის ვარიანტსაც განიხილავენ.

“ლურჯ-ბროწეულისფერები” აარონსს ნელსონ სემედუს შემცვლელად მოიაზრებენ. “ბარსა” დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად სერჟინიო დესტის კანდიდატურასაც განიხილავს, თუმცა იგი მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლასთან ახლოსაა.

რაც შეეხება სემედუს, პორტუგალიელი მცველი, გავრცელებული ცნობების თანახმად, კარიერას “ვულვერჰემპტონში” გააგრძელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • C.PC5
    schedule 22 სექ 2020, 22:30

    ერთი ამ ბაიერნს რაღად უნდა მარჯვენა მცველი, თან ახალგაზრდა და პერსპექტიული. მოკლედ ეგენიც გალაქტიკოს შენებას იწყებენ მემგონი და კი დაალპობენ დესტის სკამზე თუ იყიდეს

  • Albicelecte
    schedule 22 სექ 2020, 22:20

    იამაიკელი ყოფილა და კუმანს საქმეს აუწყობს მაინც 😃 😁
    თუ საჭირო დონეზე ვერ ითამაშებს, კინგსტონი-ამსტერდამის კანალს მაინც ააწყობინებს…
    მერე ჩაუსხდნენ მარია-ხუანიტასთან ერთად და ბედნიერები იქნებიან 🤣
    სტატისტიკა კარგი აქვს, რეგულარულად თამაშობს, სწრაფია და შეტევთი ფუნქციებიც ცუდი არ უნდა ჰქონდეს
    სემედოსავით მინუსებში გადასული აზროვნება არ მგონია, რომ აღმოაჩნდეს
    მართალია ჩემპიონშიფშია ნორვიჩი, მაგრამ წინა სეზონი მაინც ხომ ითამაშა ეპლ-ში? ვაი ნორვიჩის გამოსვლას, მაგრამ 19 წლის ბიჭი ძირითადის კაცი იყო და ეს ცოტა არაა

  • Mes cue un club 1899
    schedule 22 სექ 2020, 22:05

    ცუდი მცველი არუნდა იყო ბოლოსდაბოლოს ახალგაზრდაა და რადგან ნორვიჩი არუშვებს ესეიგი დაცვის ერთ ერთი ლიდერია ამ ასაკში კი
    ძალიან მაგარი რამეა

  • TatoTatoNoza
    schedule 22 სექ 2020, 21:50

    Messiah,
    არადა ბარსელონას ფანი არის,ზუსტად მაგაზე მწყდება გული

  • Pavlika
    schedule 22 სექ 2020, 21:48

    რას გავს მძრეველა ბავშვის სახე აქ

  • M10 S9 D11
    schedule 22 სექ 2020, 21:37

    ციტატა: Messiah

    ციტატა: M10 S9 D11
    ანუ რა ლოგიკით მოძრაობს ხელმძღვანელობა ვერ დავამუღამე ამაში იხდიან 30 მილიონს და დესტი ეძვირად 20 მილიონად? რამე სხვა მათემატიკას ასწავლიან კატალონიაში?

    დესტს არ უნდა ბარსაში თამაში და მაგიტო ყიდულობენ ამას .. ბაიერნი უნდა


    პირიქოთ ბარსაში თამაში უნდა დესტს

  • T11
    schedule 22 სექ 2020, 21:34

    M10 S9 D11,
    არა, უბრალოდ *ლეები არიან 🙂

  • Messiah
    schedule 22 სექ 2020, 21:34

    ციტატა: M10 S9 D11
    ანუ რა ლოგიკით მოძრაობს ხელმძღვანელობა ვერ დავამუღამე ამაში იხდიან 30 მილიონს და დესტი ეძვირად 20 მილიონად? რამე სხვა მათემატიკას ასწავლიან კატალონიაში?

    დესტს არ უნდა ბარსაში თამაში და მაგიტო ყიდულობენ ამას .. ბაიერნი უნდა

  • Iniesta_8
    schedule 22 სექ 2020, 21:32

    ტიაგოში 10 მილიონი გაიმეტეს და ვიღაც აარონში 30 მილიონს იხდიან. ბართო ჩაძაღლდი მალე

  • M10 S9 D11
    schedule 22 სექ 2020, 21:30

    ანუ რა ლოგიკით მოძრაობს ხელმძღვანელობა ვერ დავამუღამე ამაში იხდიან 30 მილიონს და დესტი ეძვირად 20 მილიონად? რამე სხვა მათემატიკას ასწავლიან კატალონიაში?