workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრადა 2 კვირაში “ბარსას” მაისურს მოირგებს

ანდრადა 2 კვირაში “ბარსას” მაისურს მოირგებს

 

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ესტებან ანდრადამ ხუთშაბათს დაადასტურა გავრცელებული ჭორები, რომელთა თანახმადაც, კატალონიური “ბარსელონა” მისით დაინტერესებას გამოხატავდა. ლანუსის მეკარემ გამოაცხადა, რომ ერთ, ან ორ კვირაში იგი კატალონიაში გადაბარგდება…

 

ანდრადა 20 წლისაა და მისი სიმაღლე 1 მეტრსა და 93 სანტიმეტრს შეადგენს. მისი განცხადებით, მისმა აგენტმა მას აცნობა, რომ 2 კვირაში იგი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. “ჩემმა აგენტამ მითხრა, რომ ერთი–ორი კვირის შემდეგ მე “ბარელონას” ფეხბურთელი გავხდები. არასოდეს შემეძლო წარმომედგინა ის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ჩემით დაინტერესდებოდა. ძალიან მოხარული ვიყავი სამი თვის წინ, როდესაც კატალონიურმა კლუბმა ჩემ მიმართ პირველად გამოხატა ინტერესები”, – აცხადებს ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ამ წელს, სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

 

“ვიკტორ ვალდესი – იგი ჩემთვის შესანიშნავი მაგალითია”, – ციტირებს გოლკიპერის სიტყვებს “Ona FM”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward