“ბარსელონას” ოფიციალური Twitter-ის გვერდზე დღეს რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას გოლი გაიხსენეს, რომელსაც კლუბი დაბადების დღესაც ულოცავს, ბრაზილიელს 44 წელი შეუსრულდა.
რონალდო “ბარსელონაში” 1996-1997 წლებში თამაშობდა, მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური 49-ჯერ მოირგო და 47 გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა “ბლაუგრანასთან” ერთად ესპანეთის სუპერ თასი (1996), უეფას თასების მფლობელთა თასი (1996/1997) და ესპანეთის თასი (1996/1997) მოიგო.
რონალდომ კარიერა 2011 წელს, “კორინთიანსში” დაასრულა.
G⚽️AL OF THE DAY
🥳 Happy birthday, @Ronaldo!
🇧🇷 All his goals 👇
🔗 https://t.co/WPNWUfBxZ6 pic.twitter.com/IqY55vGqT4— FC Barcelona (@FCBarcelona) September 22, 2020
![დღის გოლი – რონალდო [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)


