ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა, განაცხადა, რომ მას არ სურს იმ კლუბის დატოვება, რომელშიც ამჟამად მოღვაწეობს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.
შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “ატლეტიკო”. მადრიდული კლუბის სპორტული დირექტორი, ხოსე ლუის კამინერო, შეხვდა თავის კატალონიელ კოლეგას, ანდონი სუბისარეტას და ისაუბრეს ამ საკითხთან დაკავშირებით.
“მე ახლა “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ და მსურს კარიერა კატალონიაში გავაგრძელო. არ მინდა, რომ “ხურდად” გამომიყენონ საზაფხულო ტრანსფერზე, რადგანაც კლუბში ბედნიერი ვარ”. დაასრულა სერბი წარმოშობის ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა.



