workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი” და “ბორუსია” კონრად დე ლა ფუენტეს შეძენით დაინტერესდნენ

“ბაიერნი” და “ბორუსია” კონრად დე ლა ფუენტეს შეძენით დაინტერესდნენ

“ბარსელონას” ახალგაზრდა ამერიკელი თავდამსხმელი, კონრად დე ლა ფუენტე გერმანული კლუბების ინტერესის სფეროში მოხვდა. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კონრადის შეძენით მიუნხენის “ბაიერნი” და დორტმუნდის “ბორუსია” ინტერესდება, აღნიშნული კლუბები 19 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თვის წინაც აკვირდებოდნენ. ცოტა ხნის წინ, დე ლა ფუენტეს მიმართ ინტერესი გამოხატა “ჟირონამაც”. 

“ბარსელონა” ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას არ გეგმავს, თავად ფეხბურთელიც თანახმაა, პირველ გუნდში მოსახვედრად “ბარსელონა ბ-ში” იასპარეზოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Wtf man
    schedule 21 სექ 2020, 13:24

    ამ ბიჭის დაკარგვა არ იქნება. გაუშვან ეს წელი ბარსა ბში და პირველ გუნდშიც ათამაშონ ხოლმე